მოსახლეობის აღწარმოების მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც ემუქრება მოსახლეობის არსებობას.
XIX საუკუნემდე დემოგრაფიული კრიზისების გამომწვევი მიზეზები იყო ეპიდემიები, ომები, შიმშილობები და მათ შედეგად მოკვდაობის მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც მოჰყვებოდა ზოგიერთი ქვეყნის ან რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის საგრძნობი შემცირება. დღევანდელ ეტაპზე, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, რეპროდუქციული ქცევის ცვლილებას მოჰყვა შობადობის დონის ისეთ დონემდე შემცირება, რომელიც საკმარისი არ არის მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის და რომელსაც დემოგრაფიული კრიზისამდე მივყავართ.
ტერმინი „დემოგრაფიული კრიზისი“ ზოგჯერ გამოიყენება იმ ვითარების მიმართ, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მატულობს და რომელიმე ქვეყანაში ან რეგიონში მისი სიმრავლე და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოდის.