ყველაზე რაციონალური (არჩეული კრიტერიუმის თვალსაზრისით) მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმი ოპტიმალურად შესაძლებელი დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობის, დემოგრაფიული სტრუქტურების აღწარმოების და მოსახლეობის მიგრაციის ჩათვლით.
ანსხვავებენ დინამიკურ დემოგრაფიულ ოპტიმუმს, რომელიც ხასიათდება დემოგრაფიული პროცესების სასურველი ინტენსივობითა და დემოგრაფიული სტრუქტურების სასურველი განვითარებით და სტატიკურ დემოგრაფიულ ოპტიმუმს, რომელიც გამოიხატება დემოგრაფიული პროცესებისა და დემოგრაფიული სტრუქტურების სასურველი მდგომარეობით გარკვეული დროისათვის.
მათემატიკური მოდელების საფუძველზე ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარეობს, რომ მოსახლეობის აღწარმოების ოპტიმალური რეჟიმისას, ეკონომიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი უნდა იმყოფებოდეს ინტერვალში – 1,0 – 1,3 (მოსახლეობის სტაბილური ასაკობრივი სტრუქტურის შემთხვევაში).