ადამიანთა სიცოცხლეში თანამოსახელე (ერთგვაროვანი) შემთხვევების თანმიმდევრობა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს თაობათა ცვლისათვის. დემოგრაფიული პროცესს მიეკუთვნება შობადობა, მოკვდაობა, ქორწინება, ქორწინების შეწყვეტა (განქორწინება, დაქვრივება).
დემოგრაფიული ანალიზისას თაობის რიცხოვნობის ცვალებადობა განიხილება ერთ, ორ ან რამდენიმე დემოგრაფიულ პროცესთან დამოკიდებულებაში. დემოგრაფიული პროცესი შეისწავლება დროსა და ასაკთან დამოკიდებულებაში, აგრეთვე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში მისი მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით. დემოგრაფიული პროცესის ძირითად მახასიათებელს მისი ინტენსივობა წარმოადგენს.
დემოგრაფიულ პროცესებს შორის გამოყოფენ შევსების (შობადობა, ქორწინება) და დაკლების (მოკვდაობა, ქორწინების შეწყვეტა) პროცესებს.