დემოგრაფიული პროცესის დაძაბულობის ხარისხი, მისი ძირითადი მახასიათებელი.
დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობა იზომება დემოგრაფიულ შემთხვევათა სიხშირით თაობაში ან მოსახლეობაში და წარმოადგენენ ინტენსივობის შეფარდებით სიდიდეებს. დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობის მაჩვენებლებს მიეკუთვნება სხვადასხვა სახის დემოგრაფიული კოეფიციენტები, დემოგრაფიული შემთხვევის ალბათობა და დემოგრაფიული პროცესის ძალა.
წარმოდგენა დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობაზე საფუძვლად უდევს დემოგრაფიულ ანალიზს და დემოგრაფიულ მოდელირებას.