და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ფაქტორი

E. Demographic factor
Rus. Фактор демографический
აქვს რამდენიმე შინაარსი. ერთ შემთხვევაში ტერმინი „დემოგრაფიული ფაქტორი“ გამოიყენება საზოგადოების ან მისი ცალკეული ეკონომიკური პარამეტრების განვითარების ტემპებისა და პროპორციების დამოკიდებულების აღსანიშნავად მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურაზე, ოჯახურ შემადგენლობაზე, შობადობისა და მოკვდაობის დინამიკასა და ზოგადად მოსახლეობის აღწარმოებაზე. დემოგრაფიული ფაქტორი შეიძლება განხილულ იქნას როგორც საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთი წანამძღვარი და საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პროდუქტი და შედეგი. დემოგრაფიული ფაქტორი, ეკონომიკურ, სოციალურ და ეროვნულ ფაქტორებთან ერთად, წარმოქმნის საზოგადოებრივი განვითარების ფაქტორთა რთულ სისტემას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან.

მეორე შემთხვევაში ტერმინი „დემოგრაფიული ფაქტორი“ გამოიყენება მოსახლეობის აღწარმოების ან მისი რომელიმე კომპონენტის (მაგ. შობადობის) ანალიზისას ასაკის, სქესის, ქორწინების ხანგრძლივობის ან სხვ. მიხედვით დამოკიდებულების აღსანიშნავად. ასეთ შემთხვევაში დემოგრაფიული ფაქტორი განიხილება როგორც მახასიათებელთა გარკვეული სახეობის ჯგუფი ფაქტორთა საერთო კლასიფიკაციაში, მაგ. შობადობის განმსაზღვრელი ფაქტორების ერთ-ერთი კლასიფიკაციის მიხედვით ისინი დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად: დემოგრაფიული, ფიზიოლოგიური, გენეტიკური და სოციალურ-ეკონომიკური. თავის მხრივ, დემოგრაფიულ ფაქტორებში შედის ქორწინების ხანგრძლივობა, ასაკი, კოჰორტა დაბადების დროის მიხედვით და ა.შ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9