და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოლოგია

E. Demology
Rus. Демология
ტერმინი, შემოთავაზებული 1871 წელს გერმანელი ეკონომისტის ერნსტ ენგელის მიერ მეცნიერების აღსანიშნავად, რომელიც მისი თქმით შეისწავლის შინაგანი ბუნებისა და ცვალებადობის წარმოქმნას სახელმწიფო და ადამიანთა სხვა ერთობებში. ე. ენგელის აზრით, დემოგრაფიისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ აღწერს ამ პროცესს, დემოლოგია მოწოდებულია ახსნას მისი არსი. დემოგრაფიისა და დემოლოგიის ასეთი დაპირისპირება არ დამკვიდრდა მეცნიერებაში, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ტერმინი „დემოლოგია“ მაინც გამოიყენება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9