E. DemometricsRus. Демометрия დემოგრაფიული პროცესების გაზომვა; მათემატიკური მეთოდების გამოყენება დემოგრაფიაში. ტერმინი შემოთავაზებულ იქნა 1966 წელს შვედი მეცნიერის ჰ. პიურენიუსის მიერ როგორც მათემატიკური დემოგრაფიის სინონიმი. ტერმინი „დემომეტრია“ გავრცელდა მას შემდეგ, რაც 1969 წელს გამოვიდა ავსტრიელი დემოგრაფის ვ. ვინკლერის წიგნი იგივე სათაურით. მოცემულ ნაშრომში დემომეტრიას უფრო ფართო შინაარსი აქვს და მათემატიკური დემოგრაფიის გარდა გულისხმობს დემოგრაფიულ მოდელებს და დემოგრაფიული კოეფიციენტების მიღების მეთოდოლოგიას. ამასთან აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიისა და დემომეტრიის შორის ისეთი სახის განსხვავებაა როგორიც სოციოლოგიასა და სოციომეტრიას და ფსიქოლოგიასა და ფსიქომეტრიას შორის.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)