და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემპროჯ

E. DemProj
Rus. ДемПродж
დემოგრაფიული პროგნოზირების კომპიუტერული პროგრამა. პროგნოზი წარმოებს კოჰორტ-კომპონენტების მეთოდის საფუძველზე. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა გათვალისწინებულ იქნას გარე მიგრაცია, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ზრდა და სხვ. პროგნოზის შედეგები მიიღება შემდეგი ფორმით: მოსახლეობის საერთო რაოდენობა, ნებისმიერი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფის რაოდენობა, დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, შობადობისა და მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტები, მოსახლეობის ზრდის ტემპები, შედეგების გრაფიკული სახით წარმოდგენა. დემპროჯ შემუშავებულ იქნა 1987 წელს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9