| | |
დემოგრაფიული ანალიზისას, ჰიპოთეზური თაობის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტერმინით „დეპოპულაცია“ ჩვეულებრივ აღნიშნავენ მოსახლეობის აღწარმოების ისეთ რეჟიმს, რომლის დროსაც მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის სიდიდე ნაკლებია ერთზე.
სოციალურ-ეკონომიკურ ლიტერატურაში დეპოპულაციის ქვეშ ზოგჯერ გულისხმობენ დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთ ფორმას. დეპოპულაცია შეიძლება გამოწვეულ იქნას ომებით, ეპიდემიებით, სტიქიური უბედურებებით. ზოგიერთი ავტორი დეპოპულაციის გამომწვევ მიზეზებს შორის ინტენსიურ მიგრაციულ პროცესებსაც უთითებს.
ზოგიერთი დემოგრაფი (მაგ. ა. სულაბერიძე) მიიჩნევს, რომ არსებობს ფარული და ღია სახის დეპოპულაცია როდესაც მოსახლეობის ბუნებრივ კლებას ფარავს (აჭარბებს) დადებითი მიგრაციული სალდო, მაშინ ადგილი აქვს ფარული ფორმის დეპოპულაციას. როდესაც ბუნებრივი კლება აღემატება მიგრაციის დადებითი სალდოს, მაშინ ადგილი აქვს ღია ფორმის დეპოპულაციას. ბუნებრივი მატების შემთხვევაში, როდესაც იგი ვერ ფარავს მიგრაციის უარყოფით სალდოს, ა. სულაბერიძის აზრით, ადგილი აქვს მოსახლეობის აბსოლუტურ შემცირებას და არა დეპოპულაციას.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |