E. Children’s number in parents’ familyRus. Число детей в родительской семье ბავშვების რაოდენობა წინა თაობის ოჯახში. ეს ბავშვების ის რაოდენობაა, რომელიც ჰყავდათ დაკვირვების ერთეულის (ან დაკვირვების ერთობლიობის) მშობლებს.
მის დასადგენად გამოიყენება კითხვა: „სულ რამდენი ბავშვი ჰყავდათ თქვენს მშობლებს?“
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)