E. Premature babyRus. Недоношенный ребенок ბავშვი, რომელიც დაიბადა ორსულობის სრული ვადის გასვლამდე (28-დან 39 კვირამდე), 2500 გრ. ნაკლები წონისა და სიმაღლით – 45 სმ-ზე ნაკლები. დღენაკლული ბავშვებშის მოკვდაობა 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დროულად დაბადებულ ბავშვებში. დღენაკლული ბავშვის გაჩენის ძირითადი მიზეზებია დედის ქრონიკული დაავადებები, ეკოლოგიური პრობლემები, გადატანილი აბორტები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ორსულობის გართულებანი, ქრონიკული მოწამვლები და სხვა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)