მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოკვდაობა ჩვილთა

E. Infant mortality
Rus. Младенческая смертность
ბავშვთა მოკვდაობა სიცოცხლის პირველ წელს (0-12 თვე). ჩვილთა მოკვდაობა ჩვილთა მნიშვნელოვნად ჭარბობს მომდევნო ასაკობრივი ჯგუფების მოკვდაობას გარდა ხანდაზმული და მოხუცებულობის ასაკისა. ჩვილთა მოკვდაობა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს, რომელიც არაპირდაპირ ახასიათებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვილთა მოკვდაობა შემცირება ხელს უწყობს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას.

ჩვილთა მოკვდაობა ძირითად მიზეზებს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში წარმოადგენს პერინატალური პერიოდის დაავადებები და ორსულობის დღენაკლულობა. ჩვილთა მოკვდაობა დამოკიდებულია აგრეთვე მშობიარობათა რაოდენობაზე, დედის ასაკზე, სოციალურ და ყოფით პირობებზე და სხვა. ჩვილთა მოკვდაობა ბიჭებში რამდენადმე უფრო მაღალია, ვიდრე გოგონებში.

XX ს. 80-იან წწ. ჩვილთა მოკვდაობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში მისი მაჩვენებელი 10-ზე ნაკლები იყო, ხოლო აზიისა და აფრიკის რიგ ქვეყნებში (ლაოსი, პაკისტანი, ომანი, ეთიოპია, ჩადი და სხვა) აღემატებოდა 100.

ჩვილთა მოკვდაობა შემცირების ძირითადი პირობებია: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის კულტურული და მატერიალური კეთილდღეობის დონის ამაღლება, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება.

არსებობს მოკვდაობა ჩვილთა მაჩვენებლის გაანგარიშების სხვადასხვა ხერხი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9