E. Death bulletinsRus. Бюллетени смертности გარდაცვლილთა ყოველკვირეული სიები, რომლებიც ქვეყნდებოდა ლონდონში XVI-XVII ს. თავდაპირველად ისინი შეიცავდნენ მონაცემებს მხოლოდ შავი ჭირისაგან გარდაცვლილთა შესახებ. თანდათანობით მოკვდაობის ბიულეტენებში შეტანილ იქნა მონაცემები დაბადების შესახებ, გარდაცვლილთა და მონათლულთა განაწილება სქესის მიხედვით, დაკრძალულთა ასაკი, ქორწინებისა და სიკვდილის სხვადასხვა მიზეზის შესახებ. მოკვდაობის ბიულეტენები ქვეყნდებოდა დუბლინში და ევროპის ზოგიერთ სხვა ქალაქშიც. მოკვდაობის ბიულეტენები წარმოადგენენ ისტორიული დემოგრაფიის ძვირფას წყაროს. პირველად ისინი გამოყენებულ იქნა ჯ. გრაუნტის მიერ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)