მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოკვდაობის ძალა

E. Death force
Rus. Сила смертности
დემოგრაფიული მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს მოკვდაობის ინტენსივობის ზომას ასაკის მცირე ინტერვალში. მოკვდაობის ძალა ტოლია ერთ წელზე დაყვანილი სიკვდილის ალბათობისა უსასრულოდ მცირე ასაკობრივი ინტერვალის მანძილზე. მოკვდაობის ძალა გამოიყენება მოკვდაობის უწყვეტ მოდელებში ძირითადად სხვადასხვა დემომეტრიულ ფუნქციას შორის კავშირის დასამყარებლად. უშუალოდ დემოგრაფიული ანალიზისას მოკვდაობის ძალა, როგორც წესი, არ გამოიყენება. ცნება „მოკვდაობის“ ძალა დემოგრაფიულ ლიტერატურაში, 1825 წელს შემოიტანა ინგლისელმა მათემატიკოსმა ბენჯამინ გომპერცმა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9