E. MonogamyRus. Моногамия ერთქორწინება. ოჯახისა და ქორწინების ისტორიული ფორმა. მონოგამია წარმოიშვა პირველყოფილი საზოგადოების რღვევისას და შემდგომში ქორწინების გაბატონებული ფორმა გახდა, მონოგამიის დროს მამაკაცი დაქორწინებულია მხოლოდ ერთ ქალზე, ხოლო ქალი – მხოლოდ ერთ მამაკაცზე. ამასთან, წყვილადი ქორწინებისაგან განსხვავებით, საქორწინო კავშირი მათ შორის მყარდება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ზოგჯერ შეიძლება გრძელდებოდეს მთელი სიცოცხლე. ამასთან იგი ამა თუ იმ ფორმით სანქციონირებულია საზოგადოების მიერ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)