მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მორტპეკ

E. MortPak
Rus. МортПэк
დემოგრაფიული ანალიზისა და პროგნოზირების კომპიუტერული პროგრამა. უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციის მიღებას მოკვდაობის შესახებ, მათ შორის არასრული მონაცემების შემთხვევაში. წარმოადგენს 17 ქვეპროგრამის ნაკრებს. მორტპეკ შესაძლებლობას იძლევა: აგებულ იქნას მოკვდაობის მოკლე ცხრილები, სტაბილური მოსახლეობა, გამოყენებულ იქნას მოკვდაობის ტიპური ცხრილები, გადაყვანილ იქნას მოკვდაობის კოეფიციენტები 5 წლიანი ასაკობრივი ჯგუფებიდან ერთწლიანში, მიღებულ იქნას მოკვდაობის ზოგადი დონის შეფასება და გათვალისწინებულ იქნას მოკვდაობის რეგისტრაციის სისრულე, შეფასებულ იქნას შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები, გაკეთდეს მოსახლეობის პროგნოზი ერთწლიანი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და სხვა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9