ბავშვების რაოდენობა, რომლის ყოლასაც ამჯობინებდა ადამიანი თავის ოჯახში პირადი მისწრაფებიდან გამომდინარე, ცხოვრების კონკრეტული პირობების გაუთვალისწინებლად. ბავშვების სასურველი რაოდენობა წარმოადგენს „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ გამოხატულების მაჩვენებელს.
ბავშვების სასურველი რაოდენობის გამოსავლენად მიზანშეწონილია შემდეგი კითხვა: „პირადად თქვენ სულ რამდენი ბავშვის ყოლა გსურთ?“
მონაცემები ბავშვების სასურველი რაოდენობის შესახებ პირველად მიღებულ იქნა XX ს. 50-იან წწ. შუა პერიოდში აშშ, საქართველოში –1972 წელს.