მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობა

  1. E. Population
    Rus. Население, Народонаселение
    დედამიწაზე ან მის ცალკეულ ნაწილში მცხოვრები, წარმოებისა და უშუალოდ სიცოცხლის აღწარმოების პროცესში ისტორიულად ჩამოყალიბებადი და უწყვეტად განახლებადი ადამიანთა ერთობლიობა. მოსახლეობა საზოგადოების მთავარი კომპონენტია. განვითარების ყოველ ეტაპზე მოსახლეობა გამოდის როგორც ადამიანთა კონკრეტულ-ისტორიული ერთობლიობა, რაც განსაზღვრავს მის სოციალურ-დროით დახასიათებას. ამასთან მოსახლეობა შეივსება კიდევ ერთი ზოგადი დახასიათებით – სივრცობრივ-ტერიტორიულით. ადამიანები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან გარკვეული ურთიერთობით და ახორციელებენ თავიანთ ცხოველქმედებას საზოგადოების ორგანიზაციის შესაბამისი ტერიტორიის სივრცით საზღვრებში, წარმოქმნიან რა მოსახლეობის შედარებით მდგრად ერთობლიობებს (მატერიკისა და მისი რეგიონების მოსახლეობა, ამა თუ იმ ქვეყნისა და მისი რაიონების მოსახლეობა და ა.შ.).

    მოსახლეობის რაოდენობა, შემადგენლობა, საქმიანობა, ცხოვრების პირობები, აგრეთვე ტერიტორიული დასახლებულობა და განსახლების ფორმები შეესაბამება საზოგადოების განვითარების გარკვეულ დონეს. მოსახლეობის სამუშაო ასაკის ნაწილი მთავარი მწარმოებლური ძალაა, ყოველგვარი მატერიალური და სულიერი დოვლათის შემქმნელია. მოსახლეობის დამახასიათებელ უმნიშვნელოვანეს ნიშანს წარმოადგენს წარმავალი თაობების ახალი თაობებით შენაცვლების გზით მისი მუდმივი განახლება. დემოგრაფიული, ბუნებრივ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით მოსახლეობა განიცდის მუდმივ განახლებას. მოსახლეობის რაოდენობისა და შემადგენლობის ცვლილებები არათანაბრად მიმდინარეობს დროსა და სივრცეში.

  2. E. „Population“
    Rus. „Население“
    „მოსახლეობა” - ინფორმაციული სისტემა (POPIN) – დემოგრაფიული ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და გავრცელების ავტომატიზებული სისტემა. იქმნება 1973 წლიდან მოსახლეობის კომისიის მე-17 სესიის გადაწყვეტილებით. მის შექმნაში მონაწილეობენ გაეროს მოსახლეობის ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. სისტემის მიზანია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის უზრუნველყოფა დემოგრაფიული ინფორმაციით.
    Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9