მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობა ახალგაზრდა

E. Young population
Rus. Молодое население
მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის განზოგადებული დახასიათება, რომელშიც ბავშვების დიდი წილია და შესაბამისად მცირეა ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების წილი. გაერო-ს დემოგრაფიული კლასიფიკაციით, მოსახლეობა ახალგაზრდად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მასში 65 წლისა და უფროსი ასაკის პირთა წილი 4%-ზე ნაკლებია. ახალგაზრდა მოსახლეობისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაღალი ტემპი.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9