მათემატიკური მოდელი, რომელიც მოსახლეობას აღწერს ზრდის მუდმივი ტემპითა და მისი აღწარმოების ორი პარამეტრიდან ერთ-ერთით – ასაკობრივი სტრუქტურით ან ცოცხლადობის ფუნქციით.
ამ თვალსაზრისით, მოსახლეობა ექსპონენციალურის მოდელი დემოგრაფიაში პირველად, 1907 წელს, შემოთავაზებულ იქნა ალფრედ ჯეიმს ლოტკას მიერ და მისგან დამოუკიდებლივ ვლადისლავ ბორტკეევიჩის მიერ 1911 წელს. ა. ლოტკამ აჩვენა, რომ უცვლელი ტემპითა და უცვლელი ამოწყდომის რიგითობით მზარდი მოსახლეობა ისწრაფვის გარკვეული ასაკობრივი სტრუქტურისაკენ და შობადობისა და მოკვდაობის მუდმივი კოეფიციენტებისაკენ. ექსპონენციალურ მოსახლეობას უკავია ცენტრალური ადგილი სტაბილური მოსახლეობის თეორიაში.
თავდაპირველად მოსახლეობა ექსპონენციალური გამოიანგარიშებოდა მდედრობითი სქესის მოსახლეობისათვის. XX ს. 40-იანი წწ. შუა პერიოდიდან ის განზოგადებულ იქნა ორივე სქესისათვის. ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება განისაზღვროს როგორც მოსახლეობა, რომელშიც მუდმივია: 1) ბიჭების დაბადების წილი; 2) სამი ფუნქცია შემდეგი ოთხიდან: ქალების ცოცხლადობის ფუნქცია, ქალების განაწილება ასაკის მიხედვით, მამაკაცების ცოცხლადობის ფუნქცია, მამაკაცების განაწილება ასაკის მიხედვით.