მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაციის თეორია ახალი ეკონომიკისა

E. New economics of migration
Rus. Теория миграции новой экономики
ნეოკლასიკური თეორიის შეზღუდვებმა ახალი თეორიების გაჩენა გამოიწვია, რომელთა შორის უახლესია მიგრაციის თეორია ახალი ეკონომიკისა, რომელიც ფოკუსირებას ახდენს მიკროეკონომიკურ დონეზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ადამიანები ინდივიდუალურად კი არ იღებენ მიგრაციის გადაწყვეტილებას, არამედ ჯგუფთან, ძირითადად შინამეურნეობასთან თუ ოჯახთან, შეთანხმებით, რათა მაქსიმალურად გაზარდონ მოსალოდნელი შემოსავალი და მინიმალურად შეამცირონ საბაზრო ჩავარდნასთან დაკავშირებული რისკი, რაც საკმაოდ ხშირია განვითარებად ქვეყნებში, სოცუზრუნველყოფისა და სოციალური დაზღვევის არარსებობის გამო (სტარკი, 1991). მიგრაციის თეორია ახალი ეკონომიკის თანახმად, შინამეურნეობები ამცირებენ ეკონომიკურ რისკს იმით, რომ შრომითი ძალის გადანაწილებას ახდენენ. ამ პერსპექტივიდან, ოჯახის გარკვეული წევრების გაგზავნა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, სადაც ხელფასები და სამუშაო პირობები დამოუკიდებელია ადგილობრივი ეკონომიკური პირობებისგან, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისაგან დაზღვევის საშუალებას წარმოადგენს. გარე მიგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი ეხმარება შინამეურნეობებს გარკვეული კაპიტალის შოვნის გზით, პროდუქტიულობა აიმაღლოს მშობლიურ ქვეყანაში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9