მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაციის თეორია გადასვლისა

E. Theory of mobility transition
Rus. Теория миграционного перехода
ამ მიდგომის თანახმად, გარე მიგრაცია მჭიდრო კავშირშია დემოგრაფიული გადასვლის სტადიებთან. ზელინსკიმ (1971) აღმოაჩინა, რომ მოდერნიზაცია კავშირშია მიგრაციის ნიმუშების სპეციფიკურ ცვლილებებთან და საზოგადოების მოდერნიზაციის თითოეულ ეტაპს მობილობის საკუთარი ნიმუში შეესაბამება. ზელინსკის მოდელი გამოყოფს მიგრაციის 5 ძირითად ტიპს: გარე მიგრაცია; შიდა მიგრაცია; მიგრაცია სოფლიდან ქალაქში; მიგრაცია სოფლიდან სოფელში; და მთელი რიგი მოკლევადიანი მობილობა, რასაც ავტორი ცირკულაციას უწოდებს.

ზელინსკიმ მიგრაციაზე ტრანსპორტირების გაუმჯობესების გავლენაც კი გაითვალისწინა. ტრანსპორტირების გაუმჯობესებასთან ერთად, ადამიანებს შეუძლიათ დარჩნენ თავიანთ სამშობლოში და იმოგზაურონ სამსახურში და უკან, მაშინ როცა განუვითარებელი ტრანსპორტირების შემთხვევაში, მათ აუცილებლად მოუწევდათ სამუშაო ადგილას გადასვლა. ელექტრონული კომუნიკაციების გაუმჯობესებასთან ერთად, მეტ ადამიანს აქვს საშუალება იმუშაოს შინ, აღარ იქმნება რა გაუთავებელი მოძრაობის აუცილებლობა.

მიგრაციის თეორია გადასვლისა კონცეფციის თანახმად, მიგრაციული პროცესების განვითარება გადის რიგ ფაზას (სტადიას), რომელიც დაახლოებით შეესაბამება დემოგრაფიული გადასვლის ფაზებს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9