თუმცა ეკონომიკური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არა დომინანტური. მიგრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, ეკონომიკური თეორიები ხშირად ვიწროდაა მიჩნეული, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ მიგრაციის ისეთ მიზეზებს, როგორიცაა იძულებით დევნილობა. უკეთეს კლიმატში ცხოვრების სურვილი, ან თუნდაც მომავალი მეუღლის ძიება უკეთეს საქორწინო ბაზარზე. ამ ფაქტორების გათვალისწინების მცდელობას წარმოადგენს ლის (1966) თეორია, რომლის თანახმად, მიგრაციის მიზეზია პოზიტიური ფაქტორების არსებობა მიგრაციის ქვეყანაში და ნეგატიური ფაქტორების არსებობა მიგრანტის სამშობლოში. რაც უფრო დიდია სხვაობა „მიზიდულობის ძალებს" შორის (პოზიტიურს მინუს ნეგატიური ფაქტორები) სამშობლოსა და მიგრაციის ქვეყანას შორის, მით უფრო სავარაუდოა მიგრაციის ალბათობა.
ეკონომიკური თეორიის მსგავსად, სოციოლოგიური თეორიაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა ინდივიდუალურ, არამედ ჯგუფურ, ოჯახურ მიგრაციას, როცა ოჯახის ერთი წევრი მიდის, ფუძნდება და შემდეგ სხვა წევრებიც მიყავს. მიგრაციული ქსელები წარმოადგენს სოციალურ კაპიტალს, რომლის საფუძველზეც ადამიანები იღებენ საჭირო ინფორმაციას. აგრეთვე ფინანსურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს მიგრაციასა და ადაპტაციის პროცესს, და ამცირებს რისკ-ფაქტორებს. მიგრაციული ქსელების ეფექტური მოქმედება ხელს უშლის მთავრობას აკონტროლოს მიგრაციული ნაკადების ზომა, მით უმეტეს, როცა ახალი მიგრანტების შემოსვლა ოფიციალურად ნებადართულია წინა მიგრანტებთან ნათესაური კავშირების საფუძველზე.