E. Migration policyRus. Миграционная политика მოსახლეობის მიგრაციაზე მიზანდასახული ზემოქმედების ღონისძიებათა კომპლექსი. მიგრაციული პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მიგრაციის ოპტიმიზაცია. მიგრაციული პოლიტიკის ღონისძიებები პირობითად იყოფა ორ ჯგუფად: პირდაპირი და ირიბი. მიგრაციული პოლიტიკის ღონისძიებები, დასმული ამოცანიდან გამომდინარე, შეიძლება ხელს უწყობდნენ ან ზღუდავდნენ მოსახლეობის შემოსვლას ან გასვლას, როგორც ქვეყნის შიგნით რაიონებს შორის, ისევე სახელმწიფოებს შორის. მიგრაციული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის ტერიტორიულ თავისებურებებს, განვითარების ისტორიულ პირობებს, წარმოებისა და შრომითი რესურსების განლაგებას, მოსახლეობის განსახლებას, მიგრანტთა ადაპტაციის საკითხებს და სხვა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)