E. MicrocensusRus. Микроперепись მოსახლეობის შერჩევითი გამოკვლევა, რომელიც რეპრეზენტატულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიკროაღწერის თავისებურება ისაა, რომ ჩატარებული შერჩევის შედეგად შეისწავლება ყველა რაიონი და მოსახლეობის ყველა ჯგუფი. შერჩევის მოცულობა დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასა და მონაცემთა დეტალურობაზე. ჩვეულებრივ შერჩევის მოცულობა მიკროაღწერისას მერყეობს და შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 1-10%. მოსახლეობის აღწერისაგან განსხვავებით, მიკროაღწერა არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს და რთულ ორგანიზაციას. მისი გამოკვლევის პროგრამა, როგორც წესი, შედარებით ვრცელია და ძირითადად ერთ რომელიმე თემას ეხება. მიკროაღწერამ ფართო გავრცელება ჰპოვა ევროპაში XX ს. შუა პერიოდიდან. საქართველოში მიკროაღწერა ჩატარდა 1985 წელს და წარმოადგენდა მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიულ გამოკვლევას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)