E. StillbirthRus. Мертворождаемость ნაყოფი, რომელიც იბადება 28 კვირის ორსულობის შემდეგ (სიგრძე აქვს არანაკლებ 35 სმ. და წონა არანაკლებ 1000 გრ.) სიკვდილი მშობიარობის დაწყებამდე, მშობიარობის პროცესში ან მშობიარობის შემდეგ პირველ ჩასუნთქვამდე. ყველაზე ხშირია მკვდრადშობადობა ქრონიკული ინფექციებით დაავადებულ ქალებში ან იმ ქალებში, რომლებმაც ორსულობის პერიოდში გადაიტანეს მწვავე ინფექციური დაავადებანი, აგრეთვე ორსულთა ტოქსიკოზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, რეზუს-შეუთავსებლობის დროს, გართულებული მშობიარობისას და სხვა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)