| | |
თანამედროვე დემოგრაფიაში დემოგრაფიული მოდელები ძირითადად გამოიყენება:
1) დემოგრაფიული პროცესების რაოდენობრივი მახასიათებლების მიღებისათვის;
2) დემოგრაფიული პროცესების კანონზომიერებათა და ფაქტორების შესწავლისათვის;
3) დემოგრაფიული პროგნოზირებისათვის;
4) მიმდინარე და რეტროსპექტული დემოგრაფიული გაანგარიშებისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოიპოვება სტატისტიკური მონაცემები ან ისინი სანდო არ არის;
5) დემოგრაფიული ექსპერიმენტებისათვის, დემოგრაფიული ანალიზის მეთოდების დამუშავების ჩათვლით:
6) დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებათა ეფექტიანობის შეფასებისათვის და სხვა.
უმრავლეს დემოგრაფიულ მოდელებს არა აქვს პრეტენზია აღწეროს მოდელირებადი პროცესის ყველა მრავალფეროვანი თვისება და თავისებურება. მრავალი მოდელები დემოგრაფიული ითვალისწინებს მხოლოდ ზოგიერთ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მახასიათებელს.
დემოგრაფიული მოდელების აგებისა და გამოყენებისას წარმოებს მოდელირების ობიექტისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი ნიშნებისა და თვისებებისაგან აბსტრაჰირება, რომლებიც არაარსებითნი არიან ან ასეთებად ითვლებიან მოცემული დემოგრაფიული მოდელების ამოცანებიდან გამომდინარე. მოდელები დემოგრაფიულს საფუძვლად უდევს მოდელირების ობიექტის ფორმალიზაცია, რომელშიც განისაზღვრება მოდელირების პროცესისა და მისი მიმდინარეობის გარემოს რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლები.
ყოველი მოდელები დემოგრაფიული ხასიათდება მოდელის ენდოგენური და ეგზოგენური ცვლადებით და ამ ცვლადების თანაფარდობის სისტემით. ენდოგენური ცვლადები განისაზღვრება თვითონ დემოგრაფიულ მოდელებში. მათ შეიძლება მიეკუთვნებოდეს ისეთი დემოგრაფიული ცვლადები, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა, დემოგრაფიულ შემთხვევათა რაოდენობა და მათი ინტენსივობა და ა.შ. ეგზოგენური ცვლადები განისაზღვრება მოდელის გარეთ. თავისი ხასიათით ისინი შეიძლება იყვნენ როგორც დემოგრაფიული, ისევე არადემოგრაფიული – ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ა.შ. ეგზოგენურ ცვლადებში აუცილებლად შედის დრო, ასაკი და მათ შორის ურთიერთკავშირი. ხშირად ითვალისწინებენ ასევე რომელიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობას. ენდოგენური ცვლადები განიხილება როგორც ასეთი ხანგრძლივობის ან ასაკის ფუნქცია.
ტერმინი „მოდელები დემოგრაფიული.“ ფართოდ გამოიყენება XX ს. 40-იანი წლებიდან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |