E. Demoeconomic modelsRus. Модели демографические демоэкономические ისეთი დემოგრაფიული მოდელებია, სადაც ენდოგენურ ცვლადებად მიჩნეულია ეკონომიკური მახასიათებლები. მოდელები დემოგრაფიული დემოეკონომიკური ადგენენ ურთიერთკავშირს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. მოდელები დემოგრაფიული დემოეკონომიკურს მიეკუთვნება მაგ. რიჩარდ ისტერლინის მოდელი, რომელშიც ურთიერთდაკავშირებულია ოჯახის შემოსავლისა და შობადობის ცვალებადობა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)