E. Imitative modelsRus. Модели демографические имитационные წარმოადგენენ სტოქასტურ, დისკრეტულ მიკრომოდელებს, რომლებშიც ადამიანის დემოგრაფიული მდგომარეობის ან სხვა დემოგრაფიული ერთეულების ცვალებადობა მოდელირდება მონტე-კარლოს მეთოდით. მოდელები დემოგრაფიული იმიტაციურს საფუძვლად უდევს ადამიანის ან ოჯახის დემოგრაფიული ქცევის დანაწევრება ელემენტარულ მოქმედებებად ან აქტებად. ადამიანის ცხოვრება განიხილება დროის ან ასაკის ყოველ მონაკვეთში (ბიჯზე) არჩევანის გარკვეული ალბათობების ალტერნატიული ნაკრებისა და განაწილებათა ფუნქციების სახით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)