მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა

E. Population reproduction models
Rus. Модели воспроизводства населения
დემოგრაფიული მოდელების კლასი. მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა აღწერენ თაობათა შენაცვლების პროცესს. მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა ადგენენ კავშირს, ერთი მხრივ, მოსახლეობის რაოდენობასა და მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას შორის და, მეორე მხრივ, – შობადობის რეჟიმსა და ამოწყდომის რიგითობას შორის. ამასთან, ძირითადად მიჩნეულია, რომ მოსახლეობა ჩაკეტილია, თუმცა არიან მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა, სადაც გათვალისწინებულია მიგრაციული პროცესების გავლენა. მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა მიეკუთვნებიან დეტერმინისტულ მაკრომოდელებს. ისინი შეიძლება იყვნენ უწყვეტი და დისკრეტულებიც. მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა ენდოგენურ ცვლადებს მიეკუთვნებიან ის ფუნქციები და პარამეტრები, რომლებიც ახასიათებენ მოსახლეობის რაოდენობასა და შემადგენლობას დროის რომელიმე ინტერვალში ან ამ ინტერვალის გარკვეულ წერტილებში. ეგზოგენურ ცვლადებს განეკუთვნება შობადობისა და მოკვდაობის რაოდენობრივ მახასიათებელთა სისტემა. მაგ., ცოცხლადობის ფუნქცია მოცემულ ინტერვალში. ეგზოგენურ ცვლადებს მიეკუთვნებიან აგრეთვე მოსახლეობის რაოდენობისა და შემადგენლობის მახასიათებლები რომელიმე საწყისი მომენტისათვის და მიგრაციის მახასიათებლები.

მოსახლეობის აღწარმოების მოდელები გამოიყენება:

1) მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ცალკეულ შემადგენელთა ურთიერთკავშირისა და დამოკიდებულებათა ანალიზისათვის და მოსახლეობის აღწარმოების განმაზოგადებელ მახასიათებელთა მიღებისათვის;

2) პერსპექტიული, რეტროსპექტული და სხვა დემოგრაფიული გაანგარიშებისათვის;

3) არადამაკმაყოფილებელი დემოგრაფიული სტატისტიკის პირობებში იმ მონაცემების აღდგენისათვის, რომლებიც აკლია. უმრავლესი მოდელები მოსახლეობის აღწარმოებისა განიხილავენ მდედრობითი სქესის მოსახლეობას.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9