| | |
მოდელი ბონგაარტსისა ძირითადი განტოლებაა:
TFR = Cm ∙ Cₑ ∙ Cₐ ∙ Ct ∙ TF,
TMFR = Cₑ ∙ Cₐ ∙ Ct ∙ TF,
TNMFR = Ct ∙ TF,
სადაც TF არის ნაყოფიერების ჯამობრივი კოეფიციენტი (ავტორის შეფასებით საშუალოდ TF 15.3 ტოლია); TFR – შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი: TMFR - ქორწინებითი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი; TNMFR – ბუნებრივი ქორწინებითი შობადობის ინდღექსი; Cm – ქორწინებითი მდგომარეობის გავლენის ინდექსი: Cₑ - კონტრაცეპციის გავლენის ინდექსი; Cₐ – აბორტების გავლენის ინდექსი; Ct – მშობიარობის შემდგომი სტერილობის გავლენის ინდექსი.
მოდელი ბონგაარტსისა შემოთავაზებულ იქნა ამერიკელი (აშშ) დემოგრაფის ჯ. ბონგაარტსის მიერ 1978 წელს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |