მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოდელი ჰელიგმენ-პოლარდისა

E. Heligman-Pollard model
Rus. Хелигмена-Полларда модель
უწყვეტი 8 პარამეტრიანი მოკვდაობის მოდელი 0 წლიდან უსასრულობამდე (0 ≤ x ≤∞). აქვს შემდეგი სახე:

qₓ / pₓ = A⁽˟⁺ᴮ⁾ͤ + Dexp(–E[lnx – lnF]²) + GH˟ ,

სადაც qₓ – გარდაცვალების ალბათობა წლის განმავლობაში, ვინც მოაღწია ასაკს x წელს; ცოცხლად დარჩენის ალბათობა შემდეგ ასაკამდე. pₓ = 1- qₓ; A,B,…H – მოდელის პარამეტრები.

A – ჩვილთა მოკვდაობის დონის საზომი, B უჩვენებს A-ს „ლოკალიზაციას“ მრუდის მოცემულ ნაკვეთზე C – ჩვილთა მოკვდაობის შემცირების ტემპი ასაკთან ერთად, განტოლების საშუალო წევრი აღწერს „კუზს“ მოკვდაობის მრუდზე 15 და 40 წელს შორის, F პარამეტრი ახასიათებს „კუზის“ ადგილმდებარეობას მრუდზე, D და E – მის ფორმას; განტოლების მესამე წევრი (გომპერცის ექსპონენციალი) ასახავს უფროსი ასაკის მოსახლეობის მოკვდაობას, რომელიც ახლოსაა გეომეტრიულ პროგრესიასთან; შესაბამისად პარამეტრი G – დონე, ხოლო H – მოკვდაობის ზრდის ტემპი მოცემულ ასაკობრიე ჯგუფში.

მოდელი ჰელიგმენ-პოლარდისა შემოთავაზებულ იქნა დემოგრაფების, დიდი ბრიტანელი ლ. ჰელიგმენისა და ავსტრალიელი ჯ. პოლარდის მიერ 1980 წელს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9