იმ უკმარისობის ან დანაკლისის განცდა, რაც აუცილებელია ორგანიზმის, ადამიანების, სოციალური ჯგუფის ან მთლიანად საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ორგანიზმის მოქმედების განმსაზღვრელი.
მოთხოვნილება განიხილება როგორც ინდივიდის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, მისი „დაძაბულობის“, „დაუკმაყოფილებლობის“, „დისკომფორტულობის“ შეგრძნება ან გაცნობიერება, რომლის მეშვეობითაც ფსიქიკაში აისახება ორგანიზმის ცხოველმყოფელობის შინაგანი და გარეგანი პირობების შესატყვისობის დარღვევა, რის გამოც მოთხოვნილება აღძრავს სტიმულს მოქმედებისათვის, რომელიც ემსახურება ამ შეუსატყვისობის მოხსნას.