პირობები, რომლებიც აღიქმება, როგორც ფსიქიკური ფენომენები და რომლებიც განიცდებიან რეპროდუქციული ქცევის ნეგატიურ ძალებად. ბავშვების ყოლის ხელშემშლელი პირობების მოქმედება ხელს უშლის „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებას, მის სრულ რეალიზაციას, რის შედეგადაც ადამიანს, ოჯახს ჰყავს იმაზე ნაკლები ბავშვი, ვიდრე სურს ან საერთოდ არა ჰყავს ბავშვი.
ბავშვების ყოლის ხელშემშლელი პირობების შესწავლა საქართველოში 1969 წლიდან დაიწყო.
საქართველოში ჩატარებული კვლევებისას ბავშვების ყოლის ხელშემშლელი პირობები ძირითადად დადგენილ იქნა მოყვანილი კითხვის პასუხებით: „თუ თქვენ გყავთ ან აპირებთ იყოლიოთ იმაზე ნაკლები ბავშვი, ვიდრე გსურთ, მიუთითეთ რატომ?“ კითხვას მოჰყვება შესაძლებელ პასუხთა ვარიანტები.