მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობა რეგრესული

E. Regressive population
Rus. Регрессирующее население
კლებადი მოსახლეობის თეორიული მოდელი, რომელიც ასახავს მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმს. პრაქტიკაში რეგრესული მოსახლეობა შეესაბამება ექსპონენციალურ მოსახლეობას უარყოფითი მატების ტემპით. მოსახლეობა რეგრესული შეიძლება დახასიათებულ იქნას მოსახლეობის აღწარმოების ერთზე ნაკლები ნეტო კოეფიციენტით. რეგრესული მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შეესაბამება ე.წ. „რეგრესულ“ ტიპს (ასაკობრივი პირამიდა ვიწრო საფუძვლით და გაფართოებული წვეროთი). რეგრესულ მოსახლეობაში შობადობის კოეფიციენტი ნაკლებია მოკვდაობის კოეფიციენტზე. რეგრესული მოსახლეობის მდგომარეობის შენარჩუნებას მოჰყვება დეპოპულაცია. რეგრესულ მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი მოსახლეობის დადებითი ბუნებრივი მატების შემთხვევაშიც, თუ მიგრაციის სალდო მუდმივად უარყოფითია და ის ჭარბობს მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9