მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობა ლოგისტიკური

E. Logistic population
Rus. Логистическое население
მოსახლეობის თეორიული მოდელი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დროში იცვლება ე.წ. ლოგისტიკური მრუდის განტოლების შესაბამისად.

ლოგისტიკურ მოსახლეობას საფუძვლად უდევს ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მოცემულ კონკრეტულ პირობებს შეესაბამება მოსახლეობის გარკვეული ზღვრული რაოდენობა, რომელთანაც მიახლოებისას, ზოგიერთი ხელშემშლელი ძალების გავლენით, იწყება მოსახლეობის ზრდის შენელება.

შემდგომში გაირკვა, რომ მოსახლეობა ლოგისტიკური არ ასახავს რეალურად არსებულ მოსახლეობათა დინამიკას და ლოგისტიკური მრუდის განტოლების მოდერნიზაციათა მცდელობების მიუხედავად ნაკლებად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთი სხვა დემოგრაფიული პროგნოზირების მეთოდი.

ლოგისტიკური მოსახლეობის კონცეფცია პირველად 1835 წელს წამოყენებულ იქნა ბელგიელი მეცნიერის ადოლფ კეტლეს მიერ და იგი განავითარა ბელგიელმა მათემატიკოსმა პიერ ფერჰიულსტმა (1838 წელს).

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9