E. De jure population (1), Permanent Population (2)Rus. Постоянное население მოსახლეობის ძირითადი კატეგორია, რომელიც აერთიანებს ადამიანთა ერთობლიობას, რომლისთვისაც მოცემული დასახლებული პუნქტი ან ტერიტორია მოცემული დროისათვის წარმოადგენს ჩვეულებრივი ბინადრობის ადგილს. მოსახლეობა მუდმივი აღირიცხება მოსახლეობის აღწერებისას XIX ს. შუა პერიოდიდან დაწყებული. მუდმივი ბინადრობის განსაზღვრის კრიტერიუმები იცვლებოდა დროთა განმავლობაში და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)