E. Partly stable populationRus. Частично стабильное население თეორიული მოსახლეობის მოდელი დროში მუდმივი ასაკობრივი განაწილებით. მოსახლეობა ნაწილობრივ სტაბილური დროის ნებისმიერ მომენტში ემთხვევა სტაბილურ მოსახლეობას, რომელიც დროის შესაბამის პერიოდში შობადობის რეჟიმსა და ამოწყდომის რიგითობას პასუხობს. ნაწილობრივ სტაბილური მოსახლეობის მოდელი წარმოადგენს სტაბილური მოსახლეობის შემდგომ განზოგადებას და ასახავს რეალური მოსახლეობის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც მოკვდაობის დონის კლებას ჯერ არ მოჰყვება ასაკობრივი შობადობის შემცირება. ნაწილობრივ სტაბილური მოსახლეობის თეორიას აქვს მკაცრი თეორიული და დედუქციური ხასიათი. დამტკიცებულია, რომ მოსახლეობა, რომელშიც ყველა ასაკის მოკვდაობის ასაკობრივი ინტენსივობა თანაბრად მცირდება, წარმოადგენს ნაწილობრივ სტაბილური მოსახლეობას. ასეთი ვითარება წარმოიქმნება მოკვდაობის კლების საწყის ეტაპზე, როდესაც ლიკვიდირებულია ზოგიერთი ეგზოგენური მიზეზებისაგან გამოწვეული მოკვდაობა, რაც თითქმის ერთნაირ გავლენას ახდენს ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოკვდაობაზე. ნაწილობრივ სტაბილური მოსახლეობა წარმოადგენს კვაზისტაბილური მოსახლეობის ფორმალურ დასაბუთებას და აქვს იგივე გამოყენების სფერო. ტერმინი „მოსახლეობა ნაწილობრივ სტაბილური“ ლიტერატურაში პირველად 1966 წელს იქნა გამოყენებული. ნაწილობრივ სტაბილური მოსახლეობის თეორია ძირითადად შემუშავებულ იქნა ფრანგი დემოგრაფის ჟ. ბურჟუა-პიშას მიერ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)