მზარდი მოსახლეობის თეორიული მოდელი, რომელიც ასახავს მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმს. მოსახლეობა პროგრესული შეიძლება დახასიათებულ იქნას მოსახლეობის აღწარმოების ერთზე მეტი ნეტო კოეფიციენტით. პრაქტიკულად მოსახლეობა პროგრესული შეესაბამება ექსპონენციალურ მოსახლეობას დადებითი ზრდის ტემპით.
მოსახლეობა პროგრესული მოდელი დასაბუთებულ იქნა ვ. ბორტკევიჩის მიერ 1911 წელს და განვითარებულ იქნა ა. ლოტკას მიერ სტაბილური მოსახლეობის თეორიაში. თვითონ ტერმინი „მოსახლეობა პროგრესული“ ნასესხები იქნა ვ. ბორტკევიჩის მიერ შვედი მეცნიერის ა.სუნდბერგისაგან, რომელმაც 1899 წელს ასაკობრივი სტრუქტურის სამი ტიპი შემოიღო: პროგრესული, სტაციონარული და რეგრესული.