E. De facto populationRus. Наличное население მოსახლეობის ძირითადი კატეგორია, რომელიც აერთიანებს ადამიანების ერთობლიობას, რომელიც აღწერის მომენტში მოცემულ დასახლებულ პუნქტში ან მოცემულ ტერიტორიაზე იმყოფება. მოსახლეობა ფაქტობრივი აღირიცხება მოსახლეობის აღწერებისას ა. კეტლეს მიერ ბელგიაში 1846 წელს ჩატარებული აღწერიდან მოყოლებული. ქართულ დემოგრაფიულ ლიტერატურაში ფაქტობრივი მოსახლეობის ნაცვლად ხშირად არასწორად გამოიყენება ტერმინი „მოსახლეობა სახეზე მყოფი“.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)