მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობა სტაციონარული

E. Stationary population
Rus. Стационарное население
თეორიული მოსახლეობა, რომელიც წარმოადგენს სტაბილური მოსახლეობის კერძო შემთხვევას, როდესაც მოსახლეობის ბუნებრივი მატების ჭეშმარიტი კოეფიციენტი ნულის ტოლია და მოსახლეობის რაოდენობა უცვლელია.

მოსახლეობა სტაციონარულის თეორიის ძირითადი შინაარსი გამოიხატება თანაფარდობათა სისტემით დაბადებულთა, ცოცხლად მყოფთა, გარდაცვლილთა და სიკვდილისა და დაბადებათა ალბათობებს შორის. ეს თანაფარდობები გამოიყენება დემოგრაფიული ცხრილების, უპირველეს ყოვლისა კი მოკვდაობის ცხრილების აგებისათვის. სტაციონარული მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა განისაზღვრება ცოცხლადობის ფუნქციით.

მოსახლეობა სტაციონარულის თეორიის საფუძვლები ჩამოყალიბებულ იქნა ინგლისელი ედმუნდ ჰალეის მიერ 1693 წელს. XIX ს. ბოლოს გერმანელმა გეორგ კნაპმა დეტალურად დაამუშავა სტაციონარული მოსახლეობის ძირითადი რაოდენობრივი თანაფარდობები. საბოლოო სახით მოსახლეობა სტაციონარულის თეორია XX ს. პირველ მესამედში გადმოცემულ იქნა ალფრედ ლოტკას მიერ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9