რიგ ქვეყნებში მოსახლეობის მიმდინარე აღრიცხვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფილიყო მთელი ქვეყნისათვის ან მისი მსხვილი რეგიონებისათვის ერთიანი მოსახლეობის რეგისტრის წარმოებას, ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და დამუშავებისათვის გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით.
მოსახლეობის ავტომატიზებული კარტოთეკისა და მოსახლეობის რეგისტრის წარმოების ძირითადი პრინციპები და წესები ემთხვევა. მოსახლეობის ავტომატიზებული კარტოთეკას ჩვეულებრივ აწარმოებენ ცენტრალური სტატისტიკური ორგანოები. მოსახლეობის ავტომატიზებული კარტოთეკის ორგანიზების საფუძველს წარმოადგენს მოსახლეობის აღწერის მასალები. დაკვირვების პროგრამა, როგორც წესი, არ სცილდება იმ ზოგადი ნიშნების საზღვრებს, რომლებიც მუდმივია ადამიანის სიცოცხლის მანძილზე ან რომელთა ცვალებადობაზე დაკვირვება შეიძლება მიგრაციისა და დემოგრაფიულ შემთხვევათა მიმდინარე აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების საფუძველზე: გვარი, სახელი, ქორწინებაში ყოფნა, დამოკიდებულება უახლოეს ნათესავებთან, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მდგომარეობა გარკვეული მომენტისათვის – ცხოვრობს მოცემული პირი დასახლებულ პუნქტში, წასულია, თუ გარდაიცვალა (თარიღის მითითებით), მოსახლეობის აღწერის შემდეგ ქვეყანაში ჩამოსული პირებისათვის – ჩამოსვლის თარიღი.