E. Replacement level fertilityRus. Простое воспроизводство населения მოსახლეობის აღწარმოების ისეთი რეჟიმი, როდესაც მომდევნო და წინა თაობის რაოდენობა ტოლია (დაახლოებით). მოსახლეობის აღწარმოება მარტივის დროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო-კოეფიციენტის მნიშვნელობა ერთის ტოლია, ხოლო შობადობის ჯამობრივი და შობადობის ზოგადი, კოეფიციენტები შესაბამისად 2,10 და 13,7 (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისას: ორივე სქესი – 73,1, ქალები – 75,0, მამაკაცები – 71,2).
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)