მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწარმოება შეკვეცილი (შევიწროებული)

E. Reduced reproduction of population
Rus. Суженное воспроизводство населения
მოსახლეობის აღწარმოების ისეთი რეჟიმი, როდესაც მომდევნო თაობის რაოდენობა ნაკლებია წინა თაობის რაოდენობაზე. შეკვეცილი მოსახლეობის აღწარმოების დროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო-კოეფიციენტის მნიშვნელობა ერთზე ნაკლებია. ნეტო-კოეფიციენტის ასეთი სიდიდე არ ნიშნავს მოსახლეობის რაოდენობის დაუყოვნებლივ შემცირებას. შეკვეცილი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის გამოჩენა განიხილება როგორც დეპოპულაციის პოტენციური ნიშანი.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9