E. Population reproduction archetypeRus. Архетип воспроизводства населения მოსახლეობის აღწარმოების ერთ-ერთი ტიპი, რომელიც დამახასიათებელი იყო კაცობრიობის ისტორიის ადრეული ეტაპისათვის, კლასობრივამდელი საზოგადოებისათვის. ის ჩამოყალიბდა პალეოლითის ხანაში და დაკავშირებული იყო პალეოლითის ეკონომიკასთან და იმ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან, რომლებიც მის ბაზაზე ვითარდებოდნენ. არქეტიპის დროს მოკვდაობა ძალიან მაღალი იყო და პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა ათასწლეულების მანძილზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 20 წელს. ერთი დედის ცოცხლად დარჩენილი ბავშვების რაოდენობა საშუალოდ ორის ფარგლებში მერყეობდა. ამის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის არ იცვლებოდა და ძალიან ნელა იზრდებოდა. მოსახლეობის აღწარმოების არქეტიპმა გასტანა ნეოლითის ხანამდე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)