| | |
მოსახლეობის აღწარმოების ტრადიციული ტიპის მოკვდაობა ორი კომპონენტისაგან შედგებოდა: ე.წ. „ნორმალური” მოკვდაობა, რომელიც შეიმჩნეოდა შედარებით ხელსაყრელ პერიოდში და კატასტროფული მოკვდაობა, რომელიც დამახასიათებელი იყო განსაკუთრებული არახელსაყრელი პერიოდისათვის. მოსახლეობის აღწარმოების ტრადიციული ტიპის დროს მოკვდაობა საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წელს შეადგენდა.
მთელი ტრადიციული პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო ქორწინების მსგავსი ფორმები. დემოგრაფიული თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ქორწინების ასაკი და იმათი ძალიან დაბალი წილი, ვინც საერთოდ არ ქორწინდებოდა.
შობადობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების არარსებობა, რისი შედეგიც იყო შობადობის მაღალი დონე. მაღალი შობადობისა და მაღალი მოკვდაობის პირობებში დაბალი იყო მოსახლეობის მატების ტემპი, რომელიც წელიწადში საშუალოდ 0,03 – 0,04%-ს შეადგენდა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |