E. InfanticideRus. Детоубийство (инфантицид) ახალშობილთა და მცირეწლოვან ბავშვთა მოკვდინების ზნე-ჩვეულება. აღმოცენდა პირველყოფილი წყობილების საწყის ეტაპზე და დაკავშირებული იყო ადამიანის საარსებო საშუალებების სიმცირესთან არსებობისათვის საჭირო პირობებთან. ბავშვთა მოკვდინება გამოიყენებოდა როგორც დემოგრაფიული რეგულირების საშუალება, თუმცა, როგორც ჩანს არ იყო ფართოდ გავრცელებული. მონათმფლობელური საზოგადოებისას ბავშვთა მოკვდინება კარგავს თავის მნიშვნელობას და თანდათან ქრება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ის შემორჩენილ იქნა. პლატონი და არისტოტელე მისაღებად თვლიდნენ ბავშვთა მოკვდინებას, როგორც მოსახლეობის რაოდენობის სტაბილიზაციის საშუალებას. ბავშვთა მოკვდინება გამოიყენებოდა სპარტაში ჩვ. წ. აღრიცხვამდე IV ს., ხოლო საფრანგეთში – IX ს. დღესდღეობით ბავშვთა მოკვდინება ითვლება დანაშაულად.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)