E. Population reproduction regimeRus. Режим воспроизводства населения დემოგრაფიული კატეგორია, რომელიც აღნიშნავს განსახილველი დროის მომენტისათვის მოსახლეობის აღწარმოების პროცესის კონკრეტული რაოდენობრივი მახასიათებლების ერთობლიობას. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმს აღწერენ ეგზოგენური და ენდოგენური პარამეტრების ნაკრების თანმიმდევრობითი ინტერპრეტაციით სტაბილური მოსახლეობის მოდელის ფარგლებში. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის პარამეტრები შეიძლება იცვლებოდეს ფართო ფარგლებში, მაგრამ ისინი არ სცილდება როგორც ადამიანის ბიოლოგიურ შესაძლებლობებს, ასევე მოსახლეობის აღწარმოების ტიპის ისტორიულ საზღვრებს. ამ მხრივ შეიძლება ვილაპარაკოთ მოსახლეობის აღწარმოების რომელიმე ტიპის რეჟიმზე. მრავალი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმი შეიძლება დაყვანილ იქნას აგრეთვე სამ სახეობაზე – გაფართოებული, მარტივი ან შეკვეცილი.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)