მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა

E. Economy of population reproduction regime
Rus. Экономичность режима воспроизводства населения
დემოგრაფიული „დანახარჯებისა“ და „შედეგების“ თანაფარდობა.

თუ დანახარჯებს შევაფასებთ მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო-კოეფიციენტით (R), ხოლო შედეგებს – ნეტო-კოეფიციენტით (Rₒ), მაშინ მათი თანაფარდობა (R/Rₒ) შეიძლება განვიხილოთ როგორც მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობის ზომა. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა უჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენი გოგო უნდა გააჩინოს ერთმა ქალმა, რომ უზრუნველყოფილ იქნას დედათა თაობის მარტივი შენაცვლება (მარტივი აღწარმოება). მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო ახლოსაა ერთთან აღნიშნული თანაფარდობა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9