წარმოიქმნება მოსახლეობის აღწარმოების ერთი ძირითადი ტიპის მეორეთი შეცვლის პერიოდში. მოსახლეობის აღწარმოების ტიპთაშორისი პერიოდი აერთიანებს როგორც წარმავალი, ისევე მომავალი ტიპებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ძირითადი ტიპებისაგან განსხვავებით მოსახლეობის აღწარმოების ტიპთაშორისი პერიოდი მდგრადი არ არის და არ შეუძლია ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობა.
ტერმინი „მოსახლეობის აღწარმოების ტიპთაშორისი პერიოდი“ შემოტანილია ავთანდილ სულაბერიძის მიერ მოსახლეობის აღწარმოების შუალედური ტიპის ნაცვლად. მისი აზრით, სხვადასხვა კრიტერიუმით, მოსახლეობის აღწარმოების შუალედური ტიპი ვერ აკმაყოფილებს „ტიპი“-სათვის დამახასიათებელ ძირითად მოთხოვნებს და ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის აღწარმოების ტიპად.